loader

ჯილდოს აღებისას ნიკი მინაჟმა მაილი საირუსს "ძუკნა" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯილდოს აღებისას ნიკი მინაჟმა მაილი საირუსს "ძუკნა" უწოდა

30 აგვისტოს MTV-ის ვიდეოების მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა, რომელიც მაილი საირუსს მიჰყავდა. სხვა მომღერლებთან ერთად საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ვიდეოსთვის ჯილდო 32 წლის რეპერმა ნიკი მინაჟმაც აიღო, რომელმაც სამადლობელი სიტყვის დროს მაილის მიმართა და "ძუკნა" უწოდა: "ახლა კიდევ დავუბრუნდეთ ამ ძუკნას, რომელმაც წინა დღით ბევრი რამე თქვა ჩემზე პრესაში". მაილი არ დაიბნა, ნიკის გამარჯვება მიულოცა და ყველაფერი პრესას დააბრალა: "ჩვენ ყველა ამ ინდუსტრიაში ვართ და როცა ინტერვიუებს ვაძლევთ, ვიცით, როგორ შეუძლია პრესას მანიპულირება. ნიკი, გილოცავ".