loader

ეგვიპტელი მომღერლები "ამორალური" კლიპების გამო ციხეში ჩასვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტელი მომღერლები "ამორალური" კლიპების გამო ციხეში ჩასვეს

ორ ეგვიპტელ მომღერალს სოჰა მოჰამედს, სასცენო ფსევდონიმით შაკირა და დალია კამალ იუსეფს, რომელიც ცნობილია როგორც პარადიზი, ექვსი თვით თავიუსფლების აღკვეთა მიესაჯა. ადგილობრივმა სასამართლომ გოგონებს, რომლებმაც თამამ კლიპებში მიიღეს მონაწილეობა, გარყვნილებისა და ამორალურობის პროპაგანდაში და ეგვიპტის ტრადიციების უპატივცემულობაში დასდო ბრალი.

ეგვიპტური შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები სასჯელის გამოცხადებისთანავე დააპატიმრეს. მკაცრი სასჯელი გოგონებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეგვიპტის მუსიკოსების პროფესიული გაერთიანების წევრებს თამამი ტანსაცმლის ტარება აეკრძალათ. ასეთი სახით ქვეყანაში ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას ცდილობენ.