loader

18 წლის ულამაზესი მოდელი, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის ულამაზესი მოდელი, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის

პოდიუმის 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს, ბელა ჰადიდს და მის 16 წლის ძმას, ანვარს ლაიმის დაავადება აქვთ. ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ბელა რა ხანია წარმატებულია მოდის სამყაროში. მანამდე მისი დის, ჯიჯი ჰადიდის სახელი ყველას პირზე ეკერა. ჯიჯი ბოლო ორი წელია ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მოდელებს შორის მოიხსენიება და წარმატებული კარიერა აქვს. ქერა ჯიჯის შავთმიანი და ასევე მშვენიერი უმცროსი და ჰყავს, რომელმაც დის კვალდაკვალ მოსინჯა ძალები პოდიუმზე და მოიპოვა კიდეც წარმატება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბელას საკმაო ძალისხმევის გამოვლენა და საკუთარ თავზე მაღლა ახტომაც უწევს ამ რეჟიმში ცხოვრებისთვის, რადგან მძიმე დაავადებას 2012 წლიდან ებრძვის.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე