loader

ბერამ თბილისში ვარსკვლავი მეგობარი ჩამოიყვანა - ქართველი ფანები კუმირს ცრემლებით და ოვაციებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერამ თბილისში ვარსკვლავი მეგობარი ჩამოიყვანა - ქართველი ფანები კუმირს ცრემლებით და ოვაციებით დახვდნენ

ნეშ გრიერი (Nash Grier) ამერიკელი ინტერნეტვარსკვლავია, რომელმაც 2013 წლიდან Vine-სა და Youtube-ის მომხმარებლებში სუპერპოპულარობა მოიპოვა. 17 წლის ვარსკვლავი რამდენიმე დღეა თბილისშია. იგი საქართველოში მეგობრის - ბერა ივანიშვილის მოწვევით იმყოფება. ნეში ბერას ერთ-ერთი ბოლო კლიპის I Look Good On You-ს ავტორია.

კინოთეატრ "ამირანში" მომღერლისა და კლიპმეიკერის ასობით ფანი შეიკრიბა, რომლებიც ბერასთან და ნეშთან ფოტოების გადაღებას და მათთან გასაუბრებას ითხოვდნენ. როგორც დუეტმა ფანებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში მორიგი ერთობლივი კლიპის გადაღებას გეგმავენ.

ავტორები: ეკა მელიქიძე; გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ: ბერა ივანიშვილის ახალმა კლიპმა youtube-ზე ერთ დღეში 300 ათასი ნახვა დააგროვა