loader

კოტე თოლორდავას ბოლო ფილმის თრეილერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოტე თოლორდავას ბოლო ფილმის თრეილერი

2016 წლის პირველ იანვარს რუსეთში რეჟისორ ანნა მატისონის ფილმი "Млечный путь" გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს სერგეი ბეზრუკოვი, მარინა ალექსანდროვა, ვლადიმერ მენშოვი, კოტე თოლორდავა და სხვები ასრულებენ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ანდრეის და ნადიას ქორწინებაში ბზარი გაჩნდა. ანდრეი მოსკოვში რჩება, ხოლო ნადია შვილებთან ერთად ირკუტსკში მიემგზავრება. ახალი წლის წინა დღეებში ოჯახი კვლავ ერთად იკრიბება, თუმცა ბოლოჯერ...

ამ ფილმს, რუსი კინომანების გარდა, ქართველი მაყურებელიც განსაკუთრებით ელოდება, ერთი მიზეზის გამო - სწორედ ამ ფილმში შეასრულა კოტე თოლორდავამ უკანასკნელი როლი... მოსკოვში გადაღებებზე მყოფი მსახიობი, 11 აპრილს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე იხილეთ:

კოტე თოლორდავა ილიას როლში - ფილმის პრემიერა კოტეს გარეშე...

კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა

ეძღვნება კოტე თოლორდავას ხსოვნას - ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ