loader

"დაgoogლე ზაზუ" - 26 ნოემბერს ახალი ქართული ფილმის პრემიერა შედგება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაgoogლე ზაზუ" - 26 ნოემბერს ახალი ქართული ფილმის პრემიერა შედგება

26 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" ახალი ქართული ფილმის პრემიერა შედგება. ფილმზე "დაgoogლე ზაზუ" "პალიტრა TV" და გიორგი მეგრელიშვილი (მეგრელა) ერთობლივად მუშაობდნენ. სცენარის ავტორები არიან: ლალი მოროშკინა და გიორგი მეგრელიშვილი.

"დაgoogლე ზაზუ" მოგვითხრობს სასიყვარულო-გასართობ-კრიმინალურ ისტორიას, რომელიც თბილისში მოხდა. ზაზუნას ახალგაზრდები კრიმინალურ საქმიანობაში იყენებენ და მთელი ქალაქი მასზე საუბრობს. ქართველ დეტექტივებს საქმის გახსნაში ამერიკიდან გადმოსროლილი FBI-ს ულამაზესი აგენტი ეხმარება...