loader

"აუ, ახლა დაგვბომბავენ ამ ქალის გამო..." - ახალ ინტერნეტჰიტში ქართველი მომღერალი ტერორისტებს მოუწოდებს "შეჩერდნენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუ, ახლა დაგვბომბავენ ამ ქალის გამო..." - ახალ ინტერნეტჰიტში ქართველი მომღერალი ტერორისტებს მოუწოდებს "შეჩერდნენ"

ხატია წერეთელი პირველად სატელევიზიო შოუ "ნიჭიერში" გამოჩნდა და სექსუალური შესრულების მანერით მაშინვე მიიქცია ქართველი ტელემაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ მომღერალმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. ახლახანს კი მისი ახალი სიმღერა გამოვიდა, რომლითაც ხატია ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმიანება.

სიმღერით Stop War წერეთელი პარიზის ტერაქტსა და სირიის ომს ეხმაურება და ტერორისტებს მოუწოდებს "შეჩერდნენ". ინტერნეტსივრცეში ახალ კლიპს კომენტარების კორიანტელი მოჰყვა: "ეს რომ ნახეს და კიდევ არ ჩერდებიან, მაგ ISIS-ს სად აქვს სინდისი?!"; "მეტეორმა მოისმინა ეს სიმღერა და უკან გაბრუნდა ამათ მეც ვერ ვუშველიო"; "ვაი დედა, დასახვრეტები კი არა დასაბომბები ვართ"; "აწი თუ დაგვბომბავენ - იცით ვისი ბრალი იქნება :(" - წერენ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები.