loader

88 წლის ასაკში რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

88 წლის ასაკში რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი 88 წლის ასაკში მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი სუნთქვის უკმარისობის გამო 21 ნოემბერს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებს ფილტვის გახვრეტა მოუწიათ, რათა სითხე ამოეტუმბათ. შედეგად პაციენტს ფილტვის უკმარისობა განუვითარდა, რომლის პარალელურად ექიმებმა გულის პრობლემებიც დააფიქსირეს. კვირების განმავლობაში ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ რიაზანოვის დასახმარებლად, მაგრამ 30 ნოემბერს რეჟისორი გარდაიცვალა.

ელდარ რიაზანოვი 1927 წელს სამარის ოლქში დაიბადა. ბავშვობაში ჯერ მეზღვაურობაზე ოცნებობდა, შემდეგ მწერლობაზე. თუმცა, საბოლოოდ სარეჟისოროზე ჩააბარა. ასე დაიწყო სახალხო კომედიების მომავალი რეჟისორის კარიერა.

მაყურებელმა რიაზანოვი ისეთი ფილმებით შეიყვარა, როგორიცაა "უფრთხილდით ავტომობილს" და "ბედის ირონია, ანუ გაამოთ".