loader

"ხაჭა-fucking-პური" - ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხაჭა-fucking-პური" - ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფილმი "Deadpool"-ია. არაორდინარული სუპერგმირი, რომელიც "მარველის" კომიქსების მიხედვითაა შექმნილი, უცენზურო ლექსიკითა და ბევრი სისხლიანი სცენით გამოირჩევა. ფილმის (თებერვალში გამოდის მსოფლიოს კინოეკრანებზე) სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მთავარი როლის შემსრულებელი რაიან რეინოლდსი მოსკოვს ეწვია.

პრესკონფერენციაზე მსახიობს ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ ჟურნალისტს კი დააინტერესა, Deadpool რუსეთში რომ ცხოვრობდეს, რომელი იქნებოდა მისი საყვარელი საჭმელი. რაიანმა უპასუხა, რომ Deadpool-ს ჩიმიჩანგა უყვარს და ისეთი დასახელების უნდა შეარჩიონ, რომელიც ჩიმიჩანგასავით სახალისოდ გამოითქმება. "Deadpool-ს ჩიმიჩანგა უყვარს, ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთი დასახელების რუსული საჭმელი, რომელიც ასევე მსგავსად გამოითქმება და სახალისოა, დარწმუნებულია, Deadpool-ს ასეთი რამ მოეწონებოდა. ბორში ძალიან ადვილია". ამ დროს ჟურნალისტებმა მსახიობს ხაჭაპური დაუსახელეს, რაც რაიანს მოეწონა და გაიმეორა: "კი, ხაჭაპური. ხაჭა fucking პური".