loader

ტეილორ სვიფტმა "გრემის" დაჯილდოებაზე სამადლობელ სიტყვაში კანიე უესტს გადაუარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეილორ სვიფტმა "გრემის" დაჯილდოებაზე სამადლობელ სიტყვაში კანიე უესტს გადაუარა

2016 წლის "გრემის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის ალბომი" გამარჯვება 26 წლის ტეილორ სვიფტმა მოიპოვა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის დროს მომღერალი კანიე უესტის ბოლო გამოხდომას გამოეხმაურა: "როგორც პირველმა ქალმა, რომელმაც წლის ალბომი "გრემიზე" ორჯერ მოვიგე, მინდა ახალგაზრდა გოგონებს მივმართო. გზად შეგხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თქვენი წარმატების ან თქვენი მიღწევების და დიდების თავის თავზე აღებას, მაგრამ თუ თქვენ ფოკუსირებული იქნებით თქვენს სამუშაოზე და არ დაუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა მოგაცდინონ, ერთ დღესაც, როდესაც თქვენ იქ აღმოჩნდებით, საითაც მიიღწვოდით, უკან მიმოიხედავთ და მიხვდებით, რომ თქვენი თავის და იმ ადამიანების დახმარებით, ვისაც უყვარხართ, მიაღწიეთ ყველაფერს და ეს ყველაზე მაგარი გრძნობაა მსოფლიოში".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კანიე უესტმა ახალი სიმღერა გამოუშვა, სადაც ის ტექსტში ამბობდა, რომ მან გახადა ტეილორი ცნობილი. "ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მე და ტეილორს შეიძლება სექსი გვქონდეს, მე გავხადე ეგ ძუკნა ცნობილი", - რეპავს კანიე.

2009 წელს კი კანიე მტვ-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, როდესაც ტეილორმა ჯილდო აიღო, სცენაზე ავარდა, მომღერალს სამადლობელი სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ გამარჯვებული, წესით, ბიონსე უნდა ყოფილიყო და არა სვიფტი.