loader

5 რამ, რაც შეიძლება არ იცოდით გარდაცვლილი პრინცის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 რამ, რაც შეიძლება არ იცოდით გარდაცვლილი პრინცის შესახებ

21 აპრილს, აშშ-ში ლეგენდარული ფანკ-შემსრულებელი - როჯერს ნელსონი, იგივე პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრინცმა მსოფლიო პოპულარობა 80-იან წლებში მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას საკუთარი ალბომების 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. მისი ერთ-ერთი პირველი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Purple Rain.

წარმოგიდგენთ ხუთ ფაქტს ცნობილი მომღერლის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცით:

5: მან ლამის ჩაწერა დუეტი მაიკლ ჯექსონთან. გავრცელებული ინფორმაციით, მაიკლ ჯექსონი სიმღერა Bad-ის შესრულებას პრინცთან ერთად დუეტში აპირებდა, თუმცა პრინცს არ მოეწონა სიმღერის ტექსტი, განსაკუთრებით, სიტყვები: "შენი უკანალი ჩემია" და ამიტომ უარი თქვა ამ პროექტზე.

4: მას მუდმივი ომი ჰქონდა მადონასთან, რომელსაც 1985 წელს ხვდებოდა.

3: ერთხელ მან ქალის ალტერ ეგო შექმნა, რომელსაც კამილა დაარქვა. მისი მოსმენა სიმღერა If I Was Your Girlfriend-შია შესაძლებელი.

2: 2014 წელს იგი სატელევიზიო შოუში, New Girl-ში გამოჩნდა. მომღერალმა ზოი დეშანელის გმირ ჯესი დეის ურთიერთობებზე რჩევა მისცა.

1: ის შეიძლება ცნობილი კალათბურთელი ყოფილიყო. იგი დიდი ფანი იყო კალათბურთის და სკოლაში გუნდშიც კი თამაშობდა.