loader

აიშვარია რაი იასამნისფერი ტუჩებით კანის ფესტივალზე - მეგავარსკვლავს ვიზაჟისტის დათხოვნას ურჩევენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აიშვარია რაი იასამნისფერი ტუჩებით კანის ფესტივალზე - მეგავარსკვლავს ვიზაჟისტის დათხოვნას ურჩევენ

კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე ინდოეთის მეგავარსკვლავმა აიშვარია რაიმ ყველას ყურადღება მიიპყრო. 42 წლის ბოლივუდის ვარსკვლავს და ყოფილ "მის სამყაროს" იასამნისფერი ტუჩის საცხი ესვა. მისი იასამნისფერი ტუჩები ინტერნეტჰიტად იქცა.

"აიშვარიამ სმურფს აკოცა კანში ჩასვლამდე?". "შევადგინოთ პეტიცია, რომ აიშვარია რაიმ თავისი ვიზაჟისტი გაათავისუფლოს", - მსგავსი გამოხმაურებები მრავლად მოჰყვა მსახიობის ვიზუალს. თუმცა თავად აიშვარიას ყურადღება არ მიუქცევია ნეგატიური გამოხმაურებებისთვის.

"საერთოდ არ ვღელავდი წითელ ხალიჩაზე. კანში 15 წელია ვესწრები ფესტივალს და "ლორეალს" წარმოვადგენ. მიყვარს მოდა და მას, როგორც ხელოვნებას, ისე ვექცევი. ამიტომ არანაირი პრობლემა არაა ის, თუ რას იტყვიან. მე პროფესიონალი ვარ", - განაცხადა ინდოელმა ლამაზმანმა.