loader

მიმი შელიას პარიზული ვოიაჟი, რომელსაც რუსული ინტერნეტგამოცემების კრიტიკა მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიმი შელიას პარიზული ვოიაჟი, რომელსაც რუსული ინტერნეტგამოცემების კრიტიკა მოჰყვა

24 წლის მირანდა (მიმი) შელია რუსული გამოცემებისთვის უკვე კარგად ცნობილი სახეა. ქართველი გოგონა რუსეთის ნაკრების წევრის, ფიოდორ სმოლოვის საცოლე და ფოტომოდელია და აქტიურად მონაწილეობს გლამურულ ფოტოსესიებში.

ცოტა ხნის წინ მიმი საყვარელ მამაკაცს საფრანგეთში გაჰყვა, სადაც "ევრო 2016" მიმდინარეობს. მიმი პარიზიდან "პერისკოპით" ჩაერთო და ინტერნეტმომხმარებლების კითხვებს უპასუხა. აი, რას წერს მიმის და მისი მეგობრების ფრანგულ ვოიაჟზე ინტერნეტგამოცემა life.ru:

"რუსეთის ნაკრების სამარცხვინო ჩავარდნას ევროპის ჩემპიონატზე ხელი არ შეუშლია მისი ფეხბურთელებისთვის, მდიდრული დასვენება მოეწყოთ. რუსეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი, რომელზეც იმედებს მილიონობით გულშემატკივარი ამყარებდა, საფრანგეთში საცოლესთან - "ინსტაგრამის" 24 წლის ვარსკვლავთან, მირანდა შელიასთან ერთად ჩავიდა. სანამ 26 წლის სპორტსმენი მატჩებზე დადიოდა, მოდელი, რომელსაც "ირინა შეიკის ორეულს" ეძახიან, სახლში რჩებოდა - ძვირფას პარიზულ სასტუმროში Four Seasons George V. ყველაზე იაფფასიანი ნომრის ღირებულება ამ სასტუმროში ასი ათასი რუბლია (1600 დოლარი). სანამ სმოლოვი მოედანზე ქვეყნის ღირსების დაცვას ცდილობდა, შელია ყველაზე ელიტურ ადგილებში ერთობოდა მეგობრებთან ერთად" - წერს გამოცემა და შელიას პარიზული ვოიაჟის და მისი ძვირად ღირებული ტანსაცმელ-აქსესუარების ფოტოებს აქვეყნებს. მაგალითად, Hermes Kelly-ს ჩანთა, რომელიც შელიას ერთ-ერთ ფოტოში უჭირავს, დაახლოებით 15 ათასი დოლარი ღირს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე