loader

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ

მოცურავე რაიან ლოქტის, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იღებს მონაწილეობას, პირდაპირ ეთერში ჟიურის შეფასების დროს თავს დაესხნენ. ეკრანზე კერი ენ ინაბა ჩანდა, რომელიც რაიანის და შერილის გამოსვლას აფასებდა. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი შევარდა და რაიანს მივარდა. კამერამ თავდასხმის მომენტი არ აჩვენა და კერი ენ ინაბაზე იყო ფოკუსირებული, რომელიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. საბოლოოდ მამაკაცი გაიყვანეს და შოუ რეკლამაზე გავიდა.

შეგახსენებთ, რაიანმა, რომელიც ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია ცურვაში, რიოს ოლიმპიადაზე იმით გაითქვა სახელი, როდესაც განაცხადა, რომ მას და მის ორ კოლეგას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რაიანი ცრუობდა.