loader

ქუთაისელი მილიადერის ძმისშვილმა ცოლად ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის შვილი მოიყვანა - შთამბეჭდავი ქორწილი მოსკოვში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისელი მილიადერის ძმისშვილმა ცოლად ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის შვილი მოიყვანა - შთამბეჭდავი ქორწილი მოსკოვში

მოსკოვში მორიგი შთამბეჭდავი ქორწილი გაიმართა. ამჯერად ალექსანდრ ჩიგირინსკის უფროსმა შვილმა 25 წლის მიკამ ცოლად ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის შვილი ნატა მოიყვანა. ქორწილი ებრაული კანონების გათვალისწინებით ჩატარდა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე პატარძალმა ქმრის სარწმუნოება მიიღო. ქორწილს მხოლოდ ალექსანდრ ჩიგირინსკის ძმა, შალვა ჩიგირინსკი აკლდა, რომელიც ამერიკაში იმყოფება.

საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი შალვა ჩიგირინსკი ამერიკაში არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით არის დაკავებული. 60 წლის შალვა ჩიგირინსი ქუთაისში დაბადებულია, იგი დედით ებრაელია, მამით კი ბერძენი. ის "ფორბსის" რუსული ვერსიის თანახმად, 100 ყველაზე მდიდარი რუსის რეიტინგში პირველ 50-ში ხვდება.

რაც შეეხება ქორწილს, მასზე ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ფილიპ კირკოროვი, ბრიტანული ჯგუფი Blue და სხვა. ცერემონიას ბერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ.