loader

რატომ დაშორდნენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი - უკავშირდება თუ არა განქორწინება მესამე პირს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დაშორდნენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი - უკავშირდება თუ არა განქორწინება მესამე პირს?

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ და ლამაზ წყვილად აღიარებული, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ჯოლის ადვოკატმა დაადასტურა. ამერიკული მედია კი მათი დაშორების სხვადსხვა მიზეზებზე საუბრობს. ცნობილი ტაბლოიდის, TMZ-ის ცნობით, ოჯახში განხეთქილების მიზეზი შვილების აღზრდის საკითხთან წამოჭრილ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება. ჯოლი დაშორების შემდეგ მეურვეობას ექვსივე შვილზე მოითხოვს, ყოფილ მეუღლეს კი შვილებთან ვიზიტისა და ნახვის საშუალება ექნება. ბულვარული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წყვილის დაშორება მესამე პირს არ უკავშირდება. თუმცა, საპირიპირო ინფორმაციას ავრცელებენ სხვა მედიასაშუალებები. ჰოლივუდური ჭორების მიხედვით, ჯოლისა და პიტის დაშორებას ხან ბრედ პიტისა და ლიზი კაპლანის, ხანაც პიტისა და მერიონ კოტიარის სასიყვარულო ურთიერთობებს მიაწერენ.

წყვილი ერთდ 2005 წლიდან ცხოვრობდა. მათ 2012 წელს იქორწინეს. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ.
წყვილის დაშორებაზე უცხოური მედია ერთი თვის წინ ალაპარაკდა. თაყვანისმცემლებთან საუბრისას, ბრედ პიტი ამბობდა, თუ როგორ სთხოვდნენ მას შვილები, რომ ანჯელინას დაშორებოდა.

Angelina Jolie to divorce Brad Pitt