loader

გაიცანით დონალდ ტრამპის ულამაზესი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით დონალდ ტრამპის ულამაზესი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი

ივანკა დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ყოფილი მეუღლისგან, ჩეხი მოდელი ივანასგან ჰყავს. როდესაც ივანკა ათი წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს ხმაურიანად დაშორდნენ. პატარა გოგონას პაპარაცების ჯგუფები დასდევდნენ ნიუ-იორკში. ახლა ივანკა ძმებთან ერთად ოჯახურ ბიზნესზე მუშაობს. ის მამის კომპანიაში, Trump Organization-ში აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია. "მამაჩემმა მე და ჩემს და-ძმებს გვასწავლა პოზიტიური ღირებულებების მნიშვნელობა", - ამბობს ივანკა.

ივანკას სამი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე გამომცემელი და ინვესტორი ჯარედ კუშნერია, რომელსაც ივანკა 2009 წელს გაჰყვა ცოლად. ტრამპის ქალიშვილმა იუდაიზმი მიიღო, რათა გულისსწორზე გათხოვება შეძლებოდა. ივანკა არ ერიდება ქმრისადმი მისი სიყვარულის შესახებ საჯაროდ საუბარს. "როგორც სამი შვილის დედამ, ვიცი, რამდენად რთულია მუშაობა, როდესაც ოჯახის გაძღოლა გიწევს. და ისიც ვიცი, რომ გაცილებით უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს. ამერიკულ ოჯახებს ამოსუნთქვა სჭირდებათ", - განაცხადა ივანკამ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე