loader

ქართველი დიზაინერის წარმატება: დემნა გვასალიამ საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი დიზაინერის წარმატება: დემნა გვასალიამ საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო

ლონდონმა Fashion Awards-ს უმასპინძლა, სადაც წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო ქართველმა დემნა გვასალიამ დაიმსახურა. აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: ალესანდრო მიკელე გუჩის სახლიდან, დონატელა ვერსაჩე ვერსაჩეს მოდის სახლიდან, რიკარდო ტიში ჟივენშიდან და დემნა გვასალია ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორის რანგში. რაც შეეხება გურამ გვასალიას, რომელიც სცენაზე გამოჩნდა, კომპანია Vetements-ის სახელით მიიწვიეს. ის საერთაშორისო ბიზნესლიდერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. დემნა და გურამ გვასალიებმა ერთად წლის საერთაშორისო Luxury Brand-ის კატეგორიაშიც გაიმარჯვეს. 2016 წლის საუკეთესო მოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა, რომელსაც საპატიო პრიზი დონატელა ვერსაჩემ გადასცა. საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის ჯილდო მოლი გოდარმა დაიმსახურა. Royal Albert Hall-ში გამართული ღონისძიება სადღესასწაულო ვახშმით დასრულდა.