loader

ტრიო "მანდილის" საკონკურსო სიმღერა "ევროვიზიაზე" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრიო "მანდილის" საკონკურსო სიმღერა "ევროვიზიაზე" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

"ევროვიზია 2017"-ის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 7 დეკემბერს დასრულდა.მასში 28 კონკურსანტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სიმღერა საქართველოს "ევროვიზიის" კონკურსზე, კიევში წარადგენს.
ერთ-ერთი კანდიდატია ტრიო "მანდილი"(თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური ), რომელიც მსმენელმა 2014 წელს გაიცნო სიმღერით "აპარეკა". გოგონები "ევროვიზიის" კონკურსზე წარსდგებიან სიმღერით "მე და შენ"(კომპოზიტორი ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი), რომელიც
უცხოელმა პროდიუსერებმა გოგონებს სპეციალურად კონკურსისთვის დაუწერეს, სიმღერა, თითქოსდა, ქართულ ფოლკლორზე გარემიქსებული თანამედროვე ვარიანტია, თუმცა, საზოგადოების უმეტესობას სიმღერა არ მოსწონს და მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერის გატანა სირცხვილია.