loader

რა აკავშირებს "ჩცდ"-ის მსახიობ მარიშკა ჯავახაძეს გივი თარგამაძესთან და როგორია მისი ცხოვრება სერიალს მიღმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აკავშირებს "ჩცდ"-ის მსახიობ მარიშკა ჯავახაძეს გივი თარგამაძესთან და როგორია მისი ცხოვრება სერიალს მიღმა

ვინ არის "ნაციონალებთან" დაახლოებული მარიშკა ჯავახაძე "ჩცდ"-დან  და როგორია მისი ცხოვრება სერიალს მიღმა.

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი მარიშკა ჯავახაძე (ბარბარე მანტკავა) ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ირაკლი რეხვიაშვილის მეუღლე იყო. მარიშკა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულია. როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე მისი ნათლიაა, ასევე მეგობრობს ოთო კახიძესთან და გიგი უგულავასთანაც.

მარიშკა ჯავახაძე 28 წლისაა. პროფესიით მსახიობი არაა, მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მონაწილეობდა სერიალში "ძილის წინ", თუმცა მოგვიანებით არჩევანი სახელმწიფო მართვაზე გააკეთა.

როგორც Reitingi.ge წერს, ცოტა ხნის წინ შემთხვევით გაიცნო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი ირაკლი საღინაძე და როდესაც "ფეისბუქზე" დამეგობრდნენ, მისი ფოტოების ნახვის შემდეგ სერიალის სინჯებზე დაუძახეს.