loader

თაკო გაჩეჩილაძეს ყველაზე ემოციური მხარდაჭერა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაკო გაჩეჩილაძეს ყველაზე ემოციური მხარდაჭერა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან

თაკო გაჩეჩილაძე "ევროვიზიის" ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. საკუთარი სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე, კიევში.

თაკოს, ისევე, როგორც ყველა სხვა მომღერალს, რომლებმაც აქამდე წარადგინეს საქართველო "ევროვიზიაზე", ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა დასჭირდება, ვინაიდან კონკურსის წესების თანახმად, საქართველოში მცხოვრებლებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. მომღერალი ანრი ჯოხაძე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც სწორედ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტების ემოციური მხარდაჭერა ჩანს.