loader

ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული მედია ქეთა თოფურიას საყვარლად მოიხსენიებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის რეპერი, რომელსაც რუსული მედია ქეთა თოფურიას საყვარლად მოიხსენიებს

"A Studio"-ს ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო, მათ შორის, Life იტყობინება, მომღერალი ქეთი თოფურია რეპერ გუფისთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს (იხილეთ ვიდეო).

გუფის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსეი დოლმატოვია. ის ჯგუფ "ცენტრის" დამფუძნებელი და ყოფილი წევრია.

ჰიპ-ჰოპის სამყაროში მან 2000 წელს, ჯგუფ Rolexx-თან ერთად შეაბიჯა, რომლის სახელწოდებაც მისი წევრების სახელისგან, რომასა და ლიოშასგან წარმოსდგებოდა. ჯგუფში შესვლის შემდეგ ის გუფის სახელით გახდა ცნობილი.
თავისი პირველი ტრეკი "Китайская стена" გუფმა 19 წლის ასაკში დაწერა. კომპოზიციამ პირველად რადიო "2000"-ის ეთერში გაიჟღერა, მაგრამ ამას მოჰყვა დიდი შემოქმედებითი პაუზა, რაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული.

2002 წლიდან გუფმა თავის სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. ამავე წლიდან, სიმღერა "Свадьба"-სთან ერთად დაიწყო მისი თანამშრომლობა რეპერ Slim-თან, რომელიც იმ დროისათვის ჯგუფ "Дымовая завеса"-ს წევრი იყო.

2008 წლის შემოდგომაზე, CENTR-მა Баста-სთან ერთად MTV Russia-ს მიერ დაწესებული პრემია RMA მოიპოვა ჰიპ-ჰოპის ნომინაციაში.
2008 წლის 16 აგვისტოს გუფი აიზე ბაგაპოვაზე დაქორწინდა.
2009 წელს გაახმოვანა ამერიკული ანიმაციური ფილმის „9“ ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა.
2009 წლის აგვისტოში, რეპერ Slim-თან და Птаха-სთან შეკამათების შემდეგ, გუფმა ჯგუფი CENTR დატოვა.