loader

რუსულ ინტერნეტსივრცეში ქეთა თოფურიას გამო ნამდვილი ისტერიაა: რა "ამოქექეს" თაყვანისმცემლებმა გუფის ახალი სიმღერიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულ ინტერნეტსივრცეში ქეთა თოფურიას გამო ნამდვილი ისტერიაა: რა "ამოქექეს" თაყვანისმცემლებმა გუფის ახალი სიმღერიდან

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც რუსული გამოცემები მომღერალ ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის საიდუმლო რომანზე იუწყებოდნენ, ყველაზე განხილვადი თემა გახდა. ორივეს თაყვანისმცემლები აცხადებენ, რომ დიდი ხანია მათ შეამჩნიეს წყვილის რომანტიკული ურთიერთობა. ამასთან, ბოლო თვეებში გუფის "ინსტაგრამზე" მასთან ერთად გოგონა შეინიშნება, რომელიც სახეს არ აჩენს, თუმცა ფანებისა და რუსული მედიის მტკიცებით, ჰგავს ქეთა თოფურიას.

2016 წლის დეკემბერში გუფიმ ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელშიც თავისი ცხოვრების მორიგ რთულ პერიოდზე მღეროდა. თაყვანისმცემლებმა კომპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე გულწრფელ ნამუშევრად აღიარეს და აღნიშნეს, რომ ძველი გუფი დაბრუნდა, თუმცა ყველაზე მეტად ის სტროფი იწვევს მათ ინტერესს, რომელიც გოგოს ეძღვნებოდა. ახლა ფანატებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ აღნიშნული სიტყვები ქეთას მიმართ არის წარმოთქმული.

"Помню влюбился безумно, Буквально за несколько дней до этого
Тогда подумать не мог, Что вообще может за этим последовать
Помню ресторан подмосковный, Помню напротив её глаза
Я вёл себя предельно скромно, Боялся что-то не то ей сказать
Я смотрел на неё и думал, Блин, какая же она красивая
Она смотрела на меня, улыбаясь, И молча палила
Думал, отвернётся от меня, как обычно, Но не тут-то было
Она решила меня спасти, И, походу, у неё получилось".