loader

"ოსკარის" სადღესასწაულო მენიუ - რას მიართმევენ ვარსკვლავებს ვახშამზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოსკარის" სადღესასწაულო მენიუ - რას მიართმევენ ვარსკვლავებს ვახშამზე?

ჰოლივუდში "ოსკარის" ცერემონიისთვის სამზადისი დაიწყო. ღონისძიების შემდეგ სადღესასწაულო ვახშმის მენიუს შედგენა და მომზადება ორგანიზატორებმა ცნობილ შეფ მზარეულს, ვოლფგანგ ფაკს მიანდეს. ე.წ. გუბერნატორის მეჯლისზე "ოსკაროსნებსა" და სხვა სელებრითებს თინუსის ცხარე ტარტარით, მინი ბურგერებით, გამომცხვარი ყველის მაკარუნებით და ჰუმუსით გაუმასპინძლდებიან. რაც შეეხება დესერტსა და სასმელს, წლევანდელ მეჯლისზე 1200 ბოთლი Piper-Heidsieck-ის ბრენდის შამპანური, შოკოლადის ნამცხვრები და ნაყინი იქნება წარმოდგენილი. "აფთერ ფართი" დოლბის თეატრის ერთ-ერთ დარბაზში 26 თებერვალს, "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისთანავე გაიმართება.