loader

ემა სთოუნის რეაქცია, როცა გაიგო, რომ "ოსკარი" "ლა ლა ლენდს" არ აუღია - "ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემა სთოუნის რეაქცია, როცა გაიგო, რომ "ოსკარი" "ლა ლა ლენდს" არ აუღია - "ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში"

წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. დაჯილდოების წამყვანმა წლის ფილმად თავდაპირველად „ლა ლა ლენდი“ დაასახელა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და „ოსკარი“ გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ „მოხდა გაუგებრობა“ და წლის ფილმი „შეცდომით წაიკითხეს“. ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ რეალურად არა „ლა ლა ლენდს“, არამედ „მთვარის შუქს“ გადაეცა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ოსკარზე" შეცდომა მოხდა, ემა სთოუნმა მედიის წარმომადგენლებთნ განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები იყო, რის გამოც გული ძალიან სტკივა.