loader

თვითმხილველის კადრები ფილიპინებიდან, სადაც გასართობ კომპლექსში ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმხილველის კადრები ფილიპინებიდან, სადაც გასართობ კომპლექსში ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ფილიპინებში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნიუპორტში კურორტ World Manila-ზე, ერთ-ერთ გასართობ კომპლექსში ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი აფეთქება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 10-მდე ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ მომხდარი შემთხვევის უკან ”ისლამური სახელმწიფო” დგას, თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური უწყებების მხრიდან ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია.