loader

ქართული "ნიჭიერის" მონაწილე "კარუზო" გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული "ნიჭიერის" მონაწილე "კარუზო" გარდაიცვალა

პროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი, რომელსაც "კარუზოს" სახელით იცნობდნენ, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ Ambebi.ge-ს მისმა მეგობარმა დავით ბახტაძემ დაუდასტურა:

- გევორქს სიმსივნე ჰქონდა. 21 ივნისს გაიკეთა პანკრეასის ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა.

გევორქ პეტროსიანი საზოგადოებამ "ნიჭიერიდან" გაიცნო. ტაქსის მძღოლის მიერ შესრულებულმა საოპერო არიამ პროექტის ჟიური და მაყურებელი თავიდანვე მოხიბლა და მას ქართველი "კარუზო" შეარქვეს. გევორქ პეტროსიანს ყოფილ ცოლთან ჰქონდა პრობლემები, რაზეც საჯაროდ პირველად სწორედ Ambebi.ge-სთან ისაუბრა. მათი დაშორების მიზეზი რელიგიური აზრთა სხვადასხვაობა გახდა.