loader

ფრაგმენტი ფილმიდან "ანას ცხოვრება", რომელშიც ეკა დემეტრაძე სრულიად შიშვლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრაგმენტი ფილმიდან "ანას ცხოვრება", რომელშიც ეკა დემეტრაძე სრულიად შიშვლდება

ნინო ბასილაიას სოციალური დრამა "ანას ცხოვრება", რომელიც პირველად ქართველმა მაყურებელმა წლის დასაწყისში, დიდ ეკრანებზე იხილა, პალმა დე მალიორკაზე გამართულ კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, თუმცა ეს არ არის ფილმისთვის ერთადერთი ჯილდო. კინოპრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ფილმის ტელეპრემიერა შედგა.

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. ის განასახიერებს პრობლემებით დატვირთულ ქალს, რომელიც დღის განმავლობაში რამდენიმე სამსახურში მუშაობს იმისთვის, რომ შვილი და ბებია არჩინოს. ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად ანა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ცდილობს, თუმცა მისი ეს მცდელობა მის ცხოვრებაში ახალ სირთულეებს ქმნის...