loader

ვინ იყო კრის კორნელი, ვის დაბადების დღეზეც Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო კრის კორნელი, ვის დაბადების დღეზეც Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოილა

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბენინგტონმა თავი მოიკლა.

ამერიკული მედია სუიციდის სავარაუდო მიზეზზე არაფერს წერს, თუმცა, ცნობილი ტაბლოიდები და ბლოგერები, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში კრის კორნელის თვითმკვლელობას იხსენებენ, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რომელიც ჩესტერ ბრენინგტონის ახლო მეგობარი იყო. დღეს სწორედ კრის კორნელის დაბადების დღეა.

კრის კორნელი Soundgarden-ის სოლისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი იყო. კორნელი გრემის მფლობელი იყო. აქტიურ მუსიკოსობასთან ერთად, კრისი საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურობდა. ბოლო პერიოდში მან ჯგუფ "აუდიოსლეივთან" ერთად გააპროტესტა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება.