loader

"მთელი ჩემი ცხოვრება მოქმედებაა და არ კვდება" - შინაიდ ო'კონორი აცხადებს, რომ ოჯახმა მიატოვა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ჩემი ცხოვრება მოქმედებაა და არ კვდება" - შინაიდ ო'კონორი აცხადებს, რომ ოჯახმა მიატოვა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს

"მე ჩემს თავთან მარტო ვარ და ჩემს ცხოვრებაში არავინ არის". 

ირლანდიელმა მომღერალმა შინაიდ ო'კონორმა "ფეისბუკზე" ემოციური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც იგი ამბობს, რომ დეპრესიაშია და თვითმკვლელობაზე ფიქრობს.
ასევე ცნობილია, რომ მომღერალს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუდგინდა.
ო'კონორი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს და ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სამი ფსიქიკური დაავადება გადაიტანა.

რატომ ვართ მარტო? იმიტომ, რომ ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები დედამიწაზე ყველაზე დაუცველი ადამიანები არიან", - განაცხადა ო'კონორმა.

შინაიდ ო'კონორი აცხადებს, რომ მისი ეს ვიდეო შეიძლება ვინმეს დაეხმაროს. 
"მე ვიცი, რომ ვარ ერთი იმ მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ჩემნაირად არიან და რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და რესურსი, რაც ჩემშია" - განაცხადა ო'კონორმა. 

"მე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ და კვლავ ვიბრძოლებ, მსგავსად დანარჩენი მილიონობით ადამიანისა", - აცხადებს მომღერალი.