X
„ასეთი სამოთხე გადააქცია ჯოჯოხეთად“ - რას ჰყვება "არტ-კაფე ჰოუმის“ მენეჯერი GEMFEST-ის შესახებ
13:27 / 09-08-2017
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი "GEM FEST"-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს. ვიდეოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელი ავრცელებს, რომლის თქმითაც, "ტერიტორია უკაცრიელია".

"ერთთვიანი ფესტივალი სინამდვილეში ერთდღიანი იყო. გახსნის დღიდან ასე იყო. მხოლოდ Solomun-ზე ჩამოვიდა მაქსიმუმ 10 ათასი კაცი და მეორე დღესვე წავიდა. ყველა, 100-ვე "ვენდორი" (გამყიდველი) დაზარალდა, ჩვენი კაფეც დავშალეთ. ყველას ვალი აქვს, არავის უმუშავია", -ამბობს მოქალაქე ვიდეოში.

რა ვითარებაა ამ დროისათვის ფესტივალის ტერიტორიაზე და რატომ არ არიან დამსვენებლები - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" ფესტივალის ორგანიზატორებს დაუკავშირდა.

მათი თქმით, ტერიტორიაზე დამსვენებლებისა და ფესტივალის სტუმრების სიმცირის მიზეზი სამუშაო დღეებია.

"არ ვიცი, ვის რა კადრები, რა ხედით და რა მიზნით აქვს გადაღებული, თუმცა, ანაკლია დაცარიელებული არ არის. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი სამუშაო დღეებია. შესაბამისად, არ არის იმდენი ადამიანი, რამდენიც კვირის ბოლო, არასამუშაო დღეებში. დატვირთული დღეები ძირითადად პარასკევი, შაბათი და კვირაა. სწორედ ამ დღეებში გვყავს "ჰედლაინერები". ასევე, შესაძლოა, დატვირთული იყოს ხუთშაბათიც. ეს ასეც იყო გათვლილი, რადგან შეუძლებელია 1 თვის განმავლობაში ტერიტორიაზე ყოველი დღის განმავლობაში 20-30 ათას ადამიანს ემოძრავა", - განაცხადა ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაია სიხარულიძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე მიიყვანეს - ძალიან ემოციური კადრები  
პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სცენაზე შეუძლოდ გახდა - პირველი კადრები რუსთაველის თეატრიდან
ოლიმპიადა მოციგურავეებისთვის სადებიუტო აღმოჩნდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფიგურაა
მამა იონამ ნაჩუქარი ჯიპი გაყიდა: გადავწყვიტე თანხა მოვახმარო ეკლესიის მშენებლობას და იმ ადამიანებს, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ