loader

ცნობილმა მოდელმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილმა მოდელმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია

23 წლის მოდელმა ტედი ქუინლივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ტედი ისეთ დიზაინერებთან მუშაობს, როგორებიც არიან ჯერემი სკოტი, კაროლინა ჰერერა და დიან ფონ ფურშტენბერგი. პირველად ის "ლუი ვუტონის" კრეატიულმა დირექტორმა ნიკოლა ჟესკუირმა აღმოაჩინა 2015 წელს.

"საკუთარი იდენტობის გამხელა მსოფლიოსა და ამერიკაში არსებული პოლიტიკური კლიმატის გამო გადავწყვიტე. ობამას ადმინისტრაციის დროს დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ახალი ადმინისტრაცია კი უკან გვხევს. ტრანსგენდერების მიმართ ხშირია ძალადობის ფაქტები. მე საჭიროება ვიგრძენი, რომ გამემხილა ჩემი თავი. ტრანსგენდერ საზოგადოებას მეტი ხილვადობა სჭირდება, მეტი ხილვადობა მეტ მიმღებლობას გააჩენს", - ამბობს მოდელი, რომელიც გამოტყდა, რომ სქესი 16 წლის ასაკიდან შეიცვალა და ქალი გახდა.