loader

"ლინკინ პარკის" სოლისტის მეუღლემ მომღერლის თვითმკვლელობამდე 36 საათით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლინკინ პარკის" სოლისტის მეუღლემ მომღერლის თვითმკვლელობამდე 36 საათით ადრე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

"ლინკინ პარკის" სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა. მომღერლის ქვრივმა ტალინდა ბენტლიმ 16 სექტემბერს "ტვიტერზე" ოჯახური ვიდეო გამოაქვეყნა. კადრები ბენინგტონის სიკვდილამდე 36 საათით ადრეა გადაღებული.

"ამ ვიდეოთი მინდა გაჩვენოთ, რომ დეპრესიას არ აქვს რაიმე სპეციფიკური განწყობა ან იერსახე. კადრებში ჩანს, როგორ "გამოიყურებოდა" დეპრესია ჩვენი ოჯახისთვის, ჩესტერს ძალიან ვუყვარდით და ჩვენც ძალიან გვიყვარდა" - ნათქვამია ჩესტერ ბენინგტონის მეუღლის პოსტში.

ჩესტერ ბენინგტონმა 2017 წლის 20 ივლისს 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.