loader

"რო მოგისყიდიან, მერე სხვებსაც ამასვე აბოდიალებ, "ნიჭიერზე" უკეთესს ვაკეთებთ" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რო მოგისყიდიან, მერე სხვებსაც ამასვე აბოდიალებ, "ნიჭიერზე" უკეთესს ვაკეთებთ" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" გვერდზე არხზე დაგეგმილ ახალ მეგა-შოუებთან დაკავშირებით წერს და ოპონენტებს პასუხობს:

,,ფულზე გაყიდულების მოგონილ ტყუილებს ვპასუხობ: არ ვაკეთებთ კი არა, გუშინდელ დღე ნიჭიერზე და იქსფაქტორზე ბევრად უკეთესს ვაკეთებთ. და არა მარტო "ამომავალ ვარსკვლავს". მარტო პოლიტიკა უნდა დარჩეს და დავხურეთ ყველა შოუ არა იხვი. ეგრეა, რო მოგისყიდიან და დისკომფორტი რომ გაქვს სადღაც შიგნით, მერე ასეთ ბოდვა ტყუილებს თხზავ ხოლმე და სხვებსაც ამასვე აბოდიალებ“ - წერს გვარამია.

Rising Star, იგივე ,,ამომავალი ვარსკვლავი“ - ეს ის მეგა-შოუა, რომელსაც მაყურებელი "რუსთავი 2"-ზე მალე იხილავს და რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს. შოუს პირველი ორიგინალური ვერსია ისრაელში გავიდა. ეს არის პროექტი, სადაც კონკურსანტის ბედს მთლიანად მაყურებელი წყვეტს - გამოვა თუ არა კონკურსანტი სცენაზე და მიიღებს თუ არა მონაწილეობას მეგა-შოუში. განსხვავებულია ხმის მიცემაც, რომელიც ხდება არა მესიჯებით, როგორც ეს აქამდე შოუებში იყო, არამედ მობილური აპლიკაციით, ისიც მხოლოდ ერთხელ და უფასოდ.