loader

"დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგალეწავ თავზე"- "ლიბერალის" რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"ლიბერალის" ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი "საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან" თამაზ გიორგაძე.

აღნიშნული პირების გაღიზიანება ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ ისინი უბნის ტერიტორიას.

შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტიც.