loader

ქართული "ვოისის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართული "ვოისის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა

მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მონაწილე, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. როგორც "პალიტრავიდეოს" მეცხვარიშვილის მეგობარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა. 25 წლის მომღერალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. თორნიკე მეცხვარიშვილი პროფესიით ექიმი იყო.

თორნიკე მეცხვარიშვილი "ახალ ხმაში" 2012 წელს მონაწილეობდა, თუმცა, პროექტს მალევე გამოეთიშა. ე.წ. ბრმა კასტინგის დროს მას ჟიურის არც ერთი წევრი არ შემოუტრიალდა.

ასევე იხილეთ: "ისეთი რაღაცები მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი... ალბათ, ოდესმე ერთხელ მაინც გამიმართლებს" – რას ამბობდა თორნიკე მეცხვარიშვილი, რომელიც დღეს გარდაიცვალა