loader

ემოციური წუთები - "ოსკარის" მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი "წყლის ფორმა" გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური წუთები - "ოსკარის" მფლობელი გილერმო დელ ტოროს ფილმი "წყლის ფორმა" გახდა

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" დაჯილდოების 90-ე ცერემონია გაიმართა. წლის ფილმის პრესტიჟული ჯილდო წილად ხვდა გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმას", რომელმაც ასევე გაიმარჯვა წლის რეჟისორის კატეგორიაში. მსახიობ ქალებს შორის ჯილდო ერგო ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე" შესრულებული როლისთვის, ხოლო მამაკაცების კატეგორიაში საუკეთესოდ ბრიტანელი გერი ოლდმანი დასახელდა, უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩერჩილი, მძიმე დროება".

მსახიობები სემ როკველი და ელისონ ჯენი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლებად აღიარეს.

ანიმაციური ფილმების კატეგორიაში კი ოქროს ქანდაკება "დისნეის" ანიმაცია "კოკოს" ერგო. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა ესპანურმა ფილმმა "ფანტასტიკური ქალი," რომლის რეჟისორიც სებასტიან ლელიოა.