loader

შავი გამონაბოლქვი თბილისის ქუჩებში - ვიდეოფაქტი უკომენტაროდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შავი გამონაბოლქვი თბილისის ქუჩებში - ვიდეოფაქტი უკომენტაროდ

2018 წლის 3 იანვრიდან, გარკვეული ტიპის ავტომანქანებისთვის ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება უკვე ამოქმედდა. სავალდებულო ტექდათვალიერებას ამ დროისთვის სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები გადიან.

ტექდათვალიერება გამონაბოლქვის ნორმებსაც ითვალისწინებს. ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, გამონაბოლქვის მაქსიმუმი დასაშვები ნორმა მოქმედებს, რომელიც გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა უნდა დააკმაყოფილოს. 

რაც შეეხება ტექნიკურ ინსპექტირებას დანარჩენი ტიპის ავტომობილებისთვის, მისი ამოქმედების თარიღებია:

2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;

2018 წ. 1 ოქტომბრიდან - M1 3000 კუბურ სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები;

2019 წ. 1 იანვრიდან - M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე