loader

"ნატო ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლია, ზო­მა­ზე მე­ტად" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი ნატო მეტონიძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნატო ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლია, ზო­მა­ზე მე­ტად" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი ნატო მეტონიძეზე

ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნული სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი მომ­ღე­რალ ნატო მე­ტო­ნი­ძეს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გო­ბარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩვენს დრო­ში რა­ღამ უნდა გაგ­ვაკ­ვირ­ვოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნატო მე­ტო­ნი­ძე თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი წლე­ბი თით­ქმის დი­სი­დენ­ტი იყო. მას არ იწ­ვევ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მე­ტიც, რეს­ტორ­ნე­ბი და კლუ­ბე­ბი სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რაც ჩვენ­ში მომ­ღერ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა, მისი გა­მოს­ვლე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ, ხოლო სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი გალა-კონ­ცერ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას მის ეპი­ზო­დებს ჭრიდ­ნენ, თით­ქოს ის იქ არც კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, და ისე უშ­ვებ­დნენ ეთერ­ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჯან­მრთე­ლო­ბაც შე­ერ­ყა და ყვე­ლამ ერ­თად გა­და­სა­ტა­ნი გა­და­ვი­ტა­ნეთ. განაგრძეთ კითხვა