loader

"მაშინ ხმა უნდა ამოგეღო ან გაქცეულიყავი" - მუსიკოსი გია თოიძე 90-იანებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაშინ ხმა უნდა ამოგეღო ან გაქცეულიყავი" - მუსიკოსი გია თოიძე 90-იანებზე

90-იანებზე როცა ვსაუბრობთ, ყველას ბნელი და რთული დღეები გვახსენდება, ეს ასეც იყო. თუმცა, ამ კოშმარული პერიოდის პარალელურად, ქვეყანაში საინტერესო და ღირებული ამბებიც ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი გია თოიძის ინიციატივა იყო - ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფი შეექმნა.

თავდაპირველად, გია თოიძემ, ლევან სვანიძემ, კოტე კალანდაძემ და დათუნა თოიძემ ჯგუფი "ამორალის" სახელწოდებით შექმნეს და რამდენიმე ალბომიც გამოუშვეს. ჯგუფში დროდადრო გარკვეული ცვლილებები ხორციელდებოდა. 1999 წელს "ამორალი" დროებით დაიშალა. 

2001 წელს გია თოიძემ და ლევან სვანიძემ ჯგუფი ახალი სახელწოდებით - "წერილი" აღადგინეს. ამ სახელწოდების ქვეშ გამოუშვეს პირველი ალბომი "სხივი". მუსიკა, რომელიც ვიდეოს გაჰყვება, სწორედ ამ ალბომიდანაა.

მუსიკოსი გია თოიძე 90-იანებში მუსიკის კეთების შესაძლებლობებზე, მაშინდელ სიტუაციასა და გართობის საშუალებებზე საუბრობს. რაც შეეხება "წერილის" მომავალს, 30 სექტემბერს ჯგუფის ახალი ალბომის - "მასაში გხედავ" პრეზენტაცია გაიმართება.