loader

"თქვენთანაც იგივეს აჩვენებს?" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პრომოს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენთანაც იგივეს აჩვენებს?" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" პრომოს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ

ცეკვავენ ვარსკვლავების VIII სეზონის პრომო ვიდეო უკმაყოფილობის ობიექტი გახდა, მრავალი მომხმარებლის აზრით ვიდეორგოლი უნიჭობის და უგემოვნობის ზეიმია.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"ყველაზე კარგი ამ ვიდეოში ისაა რომ მეტეორები გვეცემა, თან ძაან ბევრი" 

"ბნელ 90 იანებში გაძლიერებული პენტიუმ 2 -ებით რომ იყო გამოტენილი ტელევიზიები უფრო კარგ რეკლამებს აკეთებდნენ. სიუჟეტი, ხმა, , ეფექტები, ყველაფერი 0 ს ქვევით"

"აუ ზუსტად ეგ შეგრძნება დამეუფლა ეს რომ ვნახე"

"აწი რომ მკითხავენ ტელევიზორს რატომ არ უყურებო პირდაპირ ამ პრომოს ვაჩვენებ, მადლობა იმედს რომ დამანახა თუ რას ნიშნავს ნამდვილი ნაგავი"

"კონგოს გადაკარგულ სოფელში რო არის სიჯი არტისტი იმას უკეთესი თუ არ გაეკეთებინა. ფულის გადახდაც არ უნდა იმას, ერთ ჭიქა წყალს დაუდგავდი და ეგაა"

" აუზიდან ამომხტარი ზვიგენის მერე არაფერი აღარ მიკვირს, მარა მთელ ბოლივუდზე ყ***ა რანაირად უნდა შექმნა, როგორ უნდა მოახერხო, არ მესმის "

"თქვენთანაც იგივეს აჩვენებს? თუ ჩემი ტელეფონი გამო****და"

" აი ვიღაცებს ხომ დაებადა ეს იდეა, მერე ვიღაცებმა ხომ განახორციელეს, ვიღაცებმა მოიწონეს და ვიღაცება მონაწილეობაც მიიღეს. აი, ამდენ ხალხში ერთს მაინც როგორ არ შეგრცხვათ დედას გაფიცებთ?"

"კრეატივ თიმს რამე მოაწევინეთ, თორემ ხო ხედავთ რა იდეები მოსდის თავში ფხიზელზე."