loader

"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამეფო კარის თამაშების" ბოლო სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია

"სამეფო კარის თამაშების" ბოლო, მე-8 სეზონი აპრილში გამოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის გადამღებმა ჯგუფმა, HBO-მ გუშინ გაავრცელა და თან სპეციალურად ფანებისთვის მომზადებული ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც სერიალიდან ყველასათვის საყვარელი მომენტებია თავმოყრილი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონში სამეფო ტახტისთვის უკანასკნელი ბრძოლა იქნება ასახული, შემქმნელებს სერიალთან დაკავშირებით გეგმები ისევ აქვთ და როგორც ამბობენ, საპილოტე ვერსიაც ჩაწერილია. შემოქმედებითი ჯგუფი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.