X
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს
21:18 / 02-12-2018
დიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე, უკვე 20 წელზე მეტია ცისფერი "ჟიგული" იდგა. მის მეპატრონეს უკვე ათწლეულებია, ავტომობილი არც დაუქოქავს. palitravideo.ge მანქანის ბედით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. ადგილზე მისულებს მაშინ კარი არავინ გაგვიღო. მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელმაც "ჟიგული" საკუთარ აივანზე აიყვანა, გარდაიცვალა. 
დღეს კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოჰყავთ "ჟიგული" შენობიდან.


ასევე იხილეთ: ცისფერი "ჟიგული", რომელმაც 20 წელია, დიღმის მასივში, მეოთხე სართულზე "დაიდო ბინა"
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს