loader

8 წლის გოგონა ქუჩაში გამვლელებმა მოძალადე-მკვლელისგან შემთხვევით იხსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის გოგონა ქუჩაში გამვლელებმა მოძალადე-მკვლელისგან შემთხვევით იხსნეს

8 წლის გოგონა ქუჩაში გამვლელებმა მოძალადე-მკვლელისგან იხსნეს. შემთხვევა რუსეთში მოხდა. 39 წლის მამაკაცმა, რომელიც 20 წლიან სასჯელს არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იხდიდა და სულ ერთი კვირის გათავისუფლებული იყო, სკოლასთან 8 წლის გოგონა გააჩერა, მას პოლიციელად გაეცნო და უთხრა, რომ მშობლები პოლიციის განყოფილებაში ელოდებიან. მან ბავშვი მიყრუებულ ადგილას გაიყვანა. საბედნიეროდ, გოგონამ ტირილი დაიწყო, რითაც გამვლელების ყურადღება მიიქცია. მოძალადე მიიმალა, მაგრამ სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.