loader

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, სანამ ბავშვებს პიროტექნიკას უყიდიან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, სანამ ბავშვებს პიროტექნიკას უყიდიან - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს!

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მშობლებს მოუწოდებს, საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას სათანადოდ გაეცნონ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენების დროს შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც, რაც პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.