loader

"ადრე გარდაცვალების "ხიბლიც" ეგაა... ვერ გამოვდივარ ჯაკოს ამბიდან, სულ თან დამყვება" - ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადრე გარდაცვალების "ხიბლიც" ეგაა... ვერ გამოვდივარ ჯაკოს ამბიდან, სულ თან დამყვება" - ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "პირველი შეხვედრა გარდაცვალებასთან იყო ჩემი მეგობარი გიკალო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ლამაზები, ბედნიერები, ლაღები. აქ დარჩენილი მეგობრები ვბერდებით, ნაოჭებს ვებრძვით, პრობლემებს, დროს და გიკა ისეთად დარჩა. ადრე გარდაცვალების "ხიბლიც" ეგაა. რეალურად სულ ახალგაზრდა რჩები. სხვები როცა სიბერეში გიხსენებენ, შენ მაინც იქ ხარ, შენს საუკეთესო წლებში და უკვე იქ, სადაც ყველა წავალთ. ზოგი ნაოჭით და ზოგი უნაოჭოდ.

ვერ გამოვდივარ ჯაკოს ამბიდან. სულ თან დამყვება".