loader

ცემა-ტყეპა და ჭურჭლის მსხვრევა ქორწილში - სტუმრებმა მიმტანებს გაციებული საჭმელების გამო სცემეს, 4 თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცემა-ტყეპა და ჭურჭლის მსხვრევა ქორწილში - სტუმრებმა მიმტანებს გაციებული საჭმელების გამო სცემეს, 4 თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს


ინდოეთში ქორწილში მიწვეული სტუმრები მიმტანებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 
ვიდეო კვირას, 10 თებერვალსაა გადაღებული ნიუ-დელის ერთ-ერთ 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. ვიდეოში ჩანს, რომ ნასვამი სტუმრები მიმტანებს ესხმიან თავს და მათ თეფშებს ესვრიან.

არეულობის მიზეზი გაციებული საკვები გახდა. ჩხუბის შედეგად სასტუმროს 4 თანამშრომელი საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. სასტუმროს მფლობელი აპირებს, რომ სტუმრებს პოლიციაში უჩივლოს.