როგორ გამოიყურება აზერბაიჯანში წარმოებული GAZ-ის ავტომობილები
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაჯიგაბულის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული რუსული GAZ-ის ავტომობილები ირანში, საქართველოსა და თურქეთში გაიყიდება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, GAZ-ის საწარმო, სხვა ერთობლივი პროექტების მსგავსად, აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის მომგებიანი იქნება.
GAZ-ის აზერბაიჯანული ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულის ინდუსტრიულ ზონაში 9 თებერვალს გაიმართა. მასში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 14 მილიონი მანათია. ქარხანა მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს - „გაზელ ნექსტს“ და „გაზელ ბიზნესს“, ასევე მსუბუქ სატვირთო „გაზონ ნექსტს“ გამოუშვებს.