loader

"ყელს გამოგჭრიო" - ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს, რომელიც "პალიტრანიუსის" ჟურნალისტს მოხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყელს გამოგჭრიო" - ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს, რომელიც "პალიტრანიუსის" ჟურნალისტს მოხვდა

ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, რომელსაც დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე წუთის წინ, "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრანიუსის" მიერ ინტერვიუს ჩაწერის დროს, კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს.შემთხვევა კვლავ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ლადო ბედუკაძეს უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სანთებელა ესროლა, რომელიც ჟურნალისტს მოხვდა.ლადო ბედუკაძე არ გამორიცხავს თავდასხმათა სერიის გაგრძელებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ის პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრობას" აკისრებს. ბედუკაძემ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელსაც ამ წუთებში ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებიან.

ასევე იხილეთ: მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს

ლადო ბედუკაძეს სცემეს: ციხის კადრების ავტორს სავარაუდოდ, ყოფილი პატიმარი გაუსწორდა