loader

"ეს უხდება ამბავს, რომელიც უნდა მოგიყვეთ, მქონდა შეგრძნება, რომ დაშლილი თოჯინა ვიყავი" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს უხდება ამბავს, რომელიც უნდა მოგიყვეთ, მქონდა შეგრძნება, რომ დაშლილი თოჯინა ვიყავი" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ერთ სურათში ვარ 27 წლის, მეორეში - 39-ის. მესმის, რომ 27 წლიდან უკეთესი ფოტოს არჩევაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს უხდება ამბავს, რომელიც უნდა მოგიყვეთ.

33 წლის ვხდებოდი, როცა დამეწყო ასაკის შიში. ნუ გაგეცინებათ ასაკზე. სიბერის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა ასაკში უდგება მასთან შეხვედრის პროტესტი.

მახსოვს, როგორ არ მომწონდა საკუთარი თავი. კვირაში ერთხელ მივდიოდი გია გვარამიასთან და გადაკეთებას ვთხოვდი. რომ არა მისი კეთილსინდისიერება, ახლა მთლიანად ნაკერებში ვიქნებოდი.

მქონდა შეგრძნება, რომ დაშლილი თოჯინა ვიყავი, რომლის აწყობაც აღარავის ინტერესში არ შედიოდა და დაახლოებით მაგ დროს დაიწყო შფოთვები. ამ გადასახედიდან, ყველაზე სწორი დაავადება, რომელიც "შემეყარა", იყო პანიკური შეტევები.

დეპრესიამ, ნევროზმა, შფოთვამ დამანახა რეალური პრობლემა და მგონია, რომ ადამიანებს რეალური პრობლემა სწორედ მაშინ "ეგზავნებათ", როცა მას იგონებენ. მოგონილია ნაოჭების შიში, წონის პროტესტი, ჭაღარასთან ჩხუბი. როგორც კი მწყობრში მოსვლას და საკუთარი თავის შეყვარებას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ უსამართლოდ ვექცევით საკუთარ სხეულს მისი გადაკეთებით.

ისე მომწონს 39 წლის ნანუკა. ზუსტად იცის, რა უნდა. თავდაჯერებულია. უყვარს ყველაფერი, რასაც მის გარეგნობაში ხედავთ. ასაკის შიში მოგონილი პრობლემაა, რომელიც ზუსტად 6 თვეში ქრება. ვარჯიში, ძილი, სწორი კვება არის ყველაზე დიდი პლასტიკური ქირურგი.

არ გაკეროთ თქვენი ულამაზესი სხეული. უბრალოდ, შეიყვარეთ და მოუარეთ. საკუთარი თავის შეყვარებაა მთავარი ქალური მაგია და არ გადადოთ ვარჯიშის დაწყება.

არანაირი ხვალ.
ყველაფერი ამ წამს იწყება.